2026.8.12 ტარიელ კაკაბაძე: „წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს გურამ დადიანიძე მეწყერმა მოიყოლა, რაც მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია… ვიღაცას აწყობდა, ჭეშმარიტება არ დადგენილიყო“
„წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია“, – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
უფლებადამცველის განცხადებით, მისი შეფასებით, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაჩერებულიყო და ჭეშმარიტება არ დადგენილიყო.
„წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია.
ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხულია პიროვნება, რომელმაც „იუთუბის“ პლატფორმაზე გავრცელებული ვიდეო გადაიღო და ატვირთა.
„ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა… გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა…“ – 12 წლის წინანდელი ვიდეო და ახალი გარემოება დაკარგული ბიჭის საქმეში: რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
„რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში“. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით“, – თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
„შსს იწყებს იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმებას, სადაც გურამ დადიანიძის კვალი გაქრა“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ“ – შსს განცხადებას ავრცელებს
„რაც უფრო მეტს ვიგებ ამ საქმეზე, მით უფრო მეტად ნაკლები არის ვარაუდი, რომ შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა გურამი და შეიძლება მეწყერი იყოს ამ ბავშვის დაკარგვის მიზეზი…“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე
„ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თითქოს მეწყერი ჩამოწვა – ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. უწყების განცხადებით, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
2026.8.11 ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და მეტეოროლოგზე, კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დანის გამოყენებით მუქარის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ცხელ კვალზე ჩაატარეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დაკავებამდე ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მას უცნობი მამაკაცი დანის გამოყენებით (“ტ*აკში დაჭრით”) იმ შემთხვევაში, თუ ცალკე არ გაჰყვება. ჟურნალისტის თქმით, მასზე თავდასხმა და შეურაცხყოფა გარეგნობის გამო მოხდა.
ფარტენაძის განცხადებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მასზე თავდასხმები თუ მუქარა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს/
“ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. […] რამდენჯერ უნდა თავს დამესხან, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ ეს უკვე სისტემურ პრობლემად მიიჩნიოს?” — წერდა ჟურნალისტი.
კობა ფარტენაძემ დახმარებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა დროულად მომხდარიყო რეაგირება და მოძალადეებს სათანადო პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ.
2026.8.11 „ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თითქოს მეწყერი ჩამოწვა – ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე
„ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა“ – ამის შესახებ 12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“
„ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ფორმულასთან“.
ცნობისთვის, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
2026.8.10 ფარცხალაძის საქმეში ახალი ჩვენებები გაჩნდა – რას ამბობს „დედ ხასანის“ შვილიშვილი ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე
ფარცხალაძის საქმეში ახალი ჩვენებები გაჩნდა – რას ამბობს „დედ ხასანის“ შვილიშვილი ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სისხლის სამართლის საქმეში ახალი ჩვენებები გაჩნდა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ფარცხალაძის ადვოკატმა ის მოსკოვიდან ჩამოიტანა. უფრო კონკრეტულად, ექს-პროკურორის ადვოკატი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გამოკითხა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი – პირი, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთია.
დაცვის მხარე საქმეზე სწორედ ამ გამოკითხვის ოქმის დართვას მოითხოვს საქმის მასალებში. ადვოკატების თქმით, უსოიანი ოქმში განმარტავს, რომ მისი ოჯახი „შურისძიებაზე უარს აცხადებს“.
ამასთან, ირკვევა ისიც, რომ გამოკითხულია კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის მოტივი არ ჰქონია.
პროკურატურა სწორედ ირაკლი უსოიანის ჩვენებისა და დაცვის მხარის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავთ ირაკლი უსოიანი, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ კარტოზია და გიორგი ნინიკაშვილი.
“ირაკლი უსოიანი ჩვენებაში ამბობს, ბაბუაჩემმა დაგვიბარა, თუ რამე მოგვივიდა პასუხი არავის მოკითხოთო, ამგვარი შინაარსისაა დანარჩენი გამოკითხვაც და შინაარსობრივ ნაწილში არაფრის მომცემი არაა. ერთ-ერთი ადვოკატი ჩავიდა რუსეთში და გამოკითხა ეს ადამიანები. უცხოეთში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის სამართლებრივი დახმარება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს და მეორე, სამართლებრივი დახმარების მიღმა მტკიცებულების მოპოვება, რასაც პროკურორის თანხმობა სჭირდება. ამიტომ ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები”,- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების საქმეში დევს პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომლის მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად ე.წ. კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანია მოხსენიებული. პოლიციელი წერდა, რომ ირაკლი უსოიანი თვლიდა, რომ ბაბუის მკვლელობაში სწორედ ჯანგველაძეების ხელი ერია.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

“გლოვოს” კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება”, – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
+
2026.8.8 კურიერის ცემაში ბრალდებული მოზარდები თავისუფლებაზე არიან – ჯგუფური ანგარიშსწორების დეტალები
კურიერის ცემაში ბრალდებული მოზარდები თავისუფლებაზე არიან – ჯგუფური ანგარიშსწორების დეტალები
პირველი ინტერვიუ კურიერთან, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა – დავით დვალიშვილი გვიან ღამით არასრულწლოვნებმა ყაზბეგის გამზირზე, სასტიკად სცემეს. ანგარიშსწორებას კი დაჯგუფებაა ტელეფონით იღებდა.
დვალიშვილი ამბობს, რომ მისი ცემა იმის გამო დაიწყეს, რომ შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტელეფონზე დარეკა. სავარაუდოდ მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა
ძალადობაში მონაწილეობას სავარაუდოდ 5 არასრულწლოვანი იღებდა, ყველა მათგანი ამ დრომდე თავისუფლებაზეა, არადა უკვე პოლიციის ხელშია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები, დაზარალებულმა კი რამდნიმე თავდამსხმელის ამოცნობა თავად მოახერხა..
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, ახლა საინტერესოა, დააკავებენ ჯგუფის წევრებს,რომლებმაც რომლებმაც კურიერი უმოწყალოდ სცემეს.
2026.8.7 „მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე
მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.
მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.
„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.
საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ …“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.
„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.
2026.8.6 Two Minor Girls Arrested as Giga Avaliani Case Widens
Two teenage girls, Nia Imnadze and Anastasia Beruashvili, were arrested late on August 5 as the prosecution further expanded the circle of minors implicated in the high-profile murder case of 28-year-old tutor Giga Avaliani, who died after spending three weeks in a coma following an assault near his apartment block in Tbilisi in October 2025.
Imnadze, reportedly 16, was arrested at her family’s apartment in a highly emotional scene. In a video captured by her lawyer, her parents are seen verbally confronting police officers as they dispute the allegations against their daughter, while officers said they were acting on a court order. Imnadze was reportedly hospitalized shortly afterward and transferred to a temporary detention cell the following afternoon.
Imnadze and Beruashvili are reportedly the girlfriends of Aleksandre Gabashvili and Giorgi Rikadze, respectively, two main defendants in Avaliani’s case, who were sentenced in April to 14 years in prison each after being found guilty of “intentional infliction of serious harm to health resulting in death.” As they were minors at the time of the crime, their sentences were automatically reduced to ten years and six months.
The Prosecutor General’s Office announced charges against Imnadze and Beruashvili late on August 6.
Imnadze was charged with “abetting intentional infliction of serious harm to health by a group” under Article 25-117 of Georgia’s Criminal Code, carrying a sentence of up to 13 years in prison. According to prosecutors, Imnadze, who was Avaliani’s pupil, told her friends, including Gabashvili, that Avaliani “was paying her too much attention.”
“Through her actions, the defendant [Nia Imnadze] incited Aleksandre Gabashvili to attack Giga Avaliani together with his accomplices,” the Prosecutor General’s Office said. Avaliani’s family has long alleged that Imnadze, as Gabashvili’s girlfriend, was a key figure in initiating the attack.
Beruashvili, meanwhile, was charged with “failure to report a particularly serious crime” under Article 376. According to prosecutors, “immediately after committing the crime,” Rikadze contacted Beruashvili and informed her about the group attack on Avaliani and the injuries he sustained as a result.
“Although Anastasia Beruashvili was aware of the particularly serious crime committed against Giga Avaliani, she did not report it to law enforcement authorities.”
Five minors in the case have already been sentenced to multiple years in prison, while several more, including the son of former Deputy Interior Minister Merab Malania, remain on trial. The widening of the prosecution follows months-long efforts by Avaliani’s mother, Eka Kupatadze, to hold everyone she believes responsible for her son’s death accountable.
“Georgia has won another battle against the murderers of Giga Avaliani, a healthy, innocent, genius young doctor!” Kupatadze wrote on Facebook following the latest arrests.
Both girls’ families have rejected the allegations, while their lawyers have described the charges as “absurd.”
2026.8.6 Detained Hungarian Journalist László Róbert Mézes to Leave Georgia Voluntarily, Lawyer Says
Hungarian journalist and activist László Róbert Mézes, who was detained by migration authorities in Tbilisi on August 5, will leave Georgia voluntarily before the court hearing, local media reported, citing his lawyer.
“László has decided to leave Georgia voluntarily. There will be no court proceedings,” Georgian lawyer Marika Arevadze wrote on Facebook on August 6, adding that he is expected to speak about the details “once possible.”
RFE/RL’s Georgian Service, citing Mézes’ lawyer Tornike Janelidze, reported that if he leaves the country voluntarily within 48 hours of his detention, migration police officers will take him to the airport and the case will not be reviewed by a court. The lawyer expects the Border Police to impose a fine on Mézes and ban him from re-entering Georgia for a certain period.
Mézes, who has lived in Georgia and actively covered anti-government protests, was detained on the evening of August 5 by officers of the Interior Ministry’s Migration Department. The ministry told Civil.ge that he remained in the country “without legal grounds” and had overstayed his permitted period of stay. Arevadze, who first reported his detention, said Mézes was staying in Georgia legally.
The journalist, who has earlier also contributed to Civil.ge, has been a fierce critic of former Hungarian Prime Minister Viktor Orbán and a supporter of current PM Peter Magyar.
2026.8.5 პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ნია იმნაძე დააკავეს
2026.8.3 ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო – მათ 10.6 -10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი უდესიანსა და ალექსანდრე მუხაძეს 10.6 -10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.
ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. აღნიშნული პირები, თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად, ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე.
საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Five were fined, while five more were sent to administrative detention among the eleven protesters and activists arrested in Tbilisi on July 26 and 27 for holding what the Interior Ministry described as “insulting banners.” The banners referred to Georgian Dream honorary chairman Bidzina Ivanishvili.
Tbilisi City Court Judges Zviad Tsekvava and Tornike Kapanadze split the cases, issuing rulings from the evening of July 28 into the early hours of July 29, with another ruling handed down later that day. The fines ranged from GEL 3,000 to GEL 6,000, while detention terms varied from four to ten days.
Tornike Toshkhua was fined GEL 3,000 (around USD 1,100). Vasil Beridze, Sandro Sekhniashvili and Marine Nanava each received a GEL 5,000 fine (around USD 1,900). Mariam Mekantsishvili was ordered to pay GEL 6,000 (around USD 2,300). Ia Melitauri and Nato Bolkvadze were sent to five days in detention, while Shako Baghdoshvili and Lasha Dgebuadze received ten days in detention. The announcement of the ruling for Tornike Tikaradze was postponed.
They were all arrested on Sunday night outside the Tbilisi City Council (Sakrebulo) building on Liberty Square and charged under Articles 166 and 173 of Georgia’s Administrative Offenses Code, which cover “petty hooliganism” and “disobeying a lawful order of police.”
Toshkhua was arrested first while holding a banner that read: “Is Bidzina [Ivanishvili] a dk? Yes or No.” His arrest prompted other protesters and activists to arrive at the scene in solidarity and hold banners with the same wording. The nine were then arrested amid tensions, with police forcibly removing some protesters from the group and placing them in police vehicles.
A day after their arrest, on July 27, police arrested another protester, Nodar Tsitsriashvili, at the same location while he was holding a banner with the same wording. He was sent to four days in detention on July 29.
The Interior Ministry said the protesters were carrying “insulting banners” but did not specify whom the banners targeted. It also accused them of “voicing insulting phrases, disrupting public order, and resisting law enforcement officers.”
Several of those detained had previously served administrative detention terms in protest-related cases. Toshkhua was released from prison in early July after serving nearly 10 months following his conviction, along with another protester, on a “group violence” charge in a case linked to an incident involving a pro-government figure on Tbilisi’s Rustaveli Avenue.

Thai travel vlogger Hlun Solo, who had been missing for more than two weeks after travelling to Georgia on a solo trip, was found dead in a hotel room in Tbilisi, police told Civil.ge on July 29. He was 27.
An investigation has been launched under Article 115 of Georgia’s Criminal Code, which covers “incitement to suicide” and is routinely opened when a person is found dead under unclear circumstances.
RFE/RL’s Georgian Service said it is aware the traveller had been found dead “nearly two weeks” before the July 29 confirmation from police.
Hlun Solo’s brother, who uses the Facebook name Klose Mos, said on July 28 that the family had last contacted him on July 13 and that “since then, we have been unable to reach him by phone or through any online channels.”
Thailand’s Foreign Ministry reportedly worked with Georgian law enforcement authorities and the local Thai community to locate him.
Hlun Solo, whose official name was Bowornthat Pengsuk, ran a travel-focused YouTube channel with nearly one million subscribers.
2026.7.13 აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დაკავებულ აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — ის პენიტენციურ დაწესებულებას 6 თვეში დატოვებს.
აქტივისტი 17 იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობა და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედება.
საქმე ეხება 2025 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომას, სადაც დევიძეს ადმინისტრაციული სამართლის წესით, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. აქტივისტმა მოსამართლე ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი დაარტყა და მაგიდაზე დაეცა.
“ხალხი, პოლიციელები, მანდატურები ერთმანეთს რომ ხოცავენ, ჭამენ, ამწარებენ აქ და ათასი საშინელება ხდება და როცა მოსამართლეს ამხელა ხელფასი აქვს და თავისი კაბინეტიდან, კომპიუტერიდან ვერ გამოდის, რა გგონიათ, რიგითი პროცესი იქნება ეს? მე არ ვაპირებ, რომ ეს რიგითი პროცესი იყოს,” — ამ სიტყვების შემდეგ აქტივისტმა ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი ჰკრა (წყარო “პუბლიკა”).
ისაკო დევიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და მოსამართლე ცეკვავამ მას პოლიციის შეურაცხყოფაზე 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის დროს აქტივისტისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.x1200
2026.5.13 “ოცნების” დასაყრდენად მიჩნეულ “კანონიერ ქურდს” ბრალდება წარუდგინეს, ხელბორკილები დაადეს ნოდარ შუკაკიძის ძმასაც
სპეცოპერაცია “ოცნების” მხარდამჭერი ე.წ. კანონიერი ქურდის სახლში წუხელ ჩატარდა. გლდანში – ნოდარ შუკაკიძის სახლი სპეცრაზმის ალყაში ღამის 02:00 საათზე მოექცა. პოლიციამ ნოდარ შუკაკიძის ძმას ჯერ ბრალის დადგენილება გააცნო, ხელბორკილი დაადო და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს ნოდარ შუკაკიძესაც – საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს. ნოდარ შუკაკიძე სულხან თამაზაშვილის უწყებამ პასუხისგებაში 15 წლიანი მუხლით მისცა ოპოზიციის თქმით, “კანონიერი ქურდი”, რომელიც წლების განმავლობაში გლდანში, ყველა არჩევნებში “ქართული ოცნების” დასაყრდენი იყო. შუკაკიძეების გვარს უკავშირდება კრიმინალური გარჩევები და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე დევნის და თავდასხმების სერიები. “ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში შუკაკიძეები ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდნენ.
დაკავებული 44 და პასუხისგებაში მიცემული 7 პირი – შსს-მ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა შუკაკიძეების დაჯგუფების 30 – მდე წევრიც. “პირველების” ინფორმაციით, გლდანში მხოლოდ ერთი მისამართიდან პოლიციამ 10 მდე პირი აიყვანა. დაკავებულებს “კანონიერ ქურდებთან” კავშირი ედებათ ბრალად. პასუხისგებაშია მიცემული კიდევ ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი-ლევან მარღია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მარღია შუკაკიძის ბანდა მათივე მეთვალყურეობით ქურდულ საერთოს ამ დრომდე გაუგონარი მეთოდებით აგროვებდნენ. ირკვევა რომ დაკავებულები დედაქალაქის ქუჩებში შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ მოქალაქეებს აჩერებდნენ, მობილურ ტელეფონებს მუქარით ართმევდნენ და ინტერნეტ-ბანკში სესხებს ააქტიურებინედებდნენ და ნაქურდალ ფულს “ქურდებს” და მათ მხარდამჭერებს ურიცხავდნენ. პასუხისგებაში მიცემული ბანდიდან 5 პირი პატიმარია.
2026.5.10 ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს — ინფორმაცია შსს-მ NEWS.On.ge-ს დაუდასტურა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თავს დაესხნენ.
“ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, ქართული ოცნების მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!” — წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
2026.5.8 რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა. კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს და სასჯელს 2 წელი იხდიდა.
პირველი ინსტანციით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კუჭუაშვილს პოლიციელისთვის ცარიელი ბოთლის სროლას ედავებოდნენ.
სააპელაციო სასამართლომ კუჭუაშვილს ბრალდება 353-ე პრიმა მუხლზე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გადაუკვალიფიცირდა და სასჯელი გაუნახევრდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით მიიღო — ექსპერტიზის თანახმად, პოლიციელმა ბოთლის მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ბრალდებულების ნაწილს ერთი მუხლით ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, ნაწილს კი – ორი ან სამი მუხლით.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბრალად წარდგენილ მუხლებში და თითოეულზე სხვადასხვა სასჯელი განესაზღვრათ, თუმცა კანონის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
უფრო კონკრეტულად:
ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
პაატა ბურჭულაძის მსგავსად, 7 წელი მიესაჯა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას:
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს – საბოლოოდ, 7 წელი მიესაჯა:
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს – 7 წელი მიესაჯა;
მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების.
ლაშა ბერიძეს – საბოლოოდ, სასჯელის სახეთ განესაზღვა 7 წელი;
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი.
აქციის მონაწილეს, ნიკა გვენცაძეს – ჯამში 5 წელი მიესაჯა:
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
ირაკლი ჩხვირკიას – 5 წელი მიესაჯა:
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გური ჟვანიას – 5 წელი მიესაჯა.
მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა.
თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წელი მიესაჯა;
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს კი დაუსწრებლად მიესაჯა 2 წელი;
მას ბრალად მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირების პროცესი იმართება. სასამართლო მათ საბოლოო სიტყვებს ისმენს. შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს განაჩენიც.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე, თორნიკე მჭედლიშვილი.
პაატა მანჯგალაძემ სასამართლოში თავისი საბოლოო სიტყვა თავისი პოლიტიკური კარიერის აღწერით დაიწყო. მისი თქმით, მან 4 ოქტომბერს, როგორც პოლიტიკოსმა, მშვიდობიანი შეკრების გარანტირებული უფლებით ისარგებლა.
„ნუთუ შესაძლებელია, ჩემი ამ უფლებით სარგებლობა გახდეს ჩემთვის მსჯავრის დადების საფუძველი?“
მან ასევე ვრცლად წარმოადგინა თავისი პოზიცია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარმოდგენილ „მტკიცებულებებზე“.
„ბრალდება აბსურდულია. საქმეში არ დევს საგანი, დოკუმენტი, აუდიო და ვიდეომასალა, ფაქტობრივი ანდა სხვა სამართლებრივი გარემოებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა.
უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები ეჭვმიუტანელად ადასტურებენ, რომ არათუ სსკ-ის 225-ე მუხლით, არამედ, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ ჩამიდენია.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანელად დასტურდება, რომ მე, პაატა მანჯგალაძე, არათუ რაიმე ჯგუფური ძალადობის, არამედ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც კი არ ვყოფილვარ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება 4 ოქტომბრამდე ბევრად ადრე მოხდა და არა 4 ოქტომბერს, აქციამდე სამი საათით ადრე, ეგრეთ წოდებული კომიტეტის დასახელებით.
„არცერთ საორგანიზაციო საკითხში ჩართული არ ვყოფილვარ. ბატონო მოსამართლევ, ამას არ მედავება არც პროკურატურა – რომ აქციის რომელიმე საორგანიზაციო ელემენტი ჩემთან იყო დაკავშირებული.
ერთი პირის მიერ მეორე პირის ორგანიზატორად დასახელება მეორე პირს ავტომატურად ორგანიზატორად ვერ აქცევს, თუ საქმეში არ არსებობს მისი ორგანიზატორობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, აქციაზე მისი არცერთი სიტყვა ან, მოწოდება არ ქმნიდა დანაშაულის შემადგენლობას და სიტყვები „ხალხის ნების აღმსრულებელი“ გულისხმობდა პოლიტიკოსის განცხადებულ სურვილს ხალხის სამსახურში ყოფნის.
„ბატონო მოსამართლევ, მიუხედავად ამ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებისა, პროკურატურა ჩემი ბრალეულობის დასადასტურებლად ცდილობს, გამოიყენოს ე.წ. კომიტეტის ვიდეოში ჩემ მიერ ნახსენები სიტყვები – „ხალხის ნების აღმსრულებელი“ და ბოროტი ინტერპრეტაციით ცდილობს, მას საორგანიზაციო და ძალადობრივი მნიშვნელობა მიანიჭოს.
მაშინ, როცა კონკრეტულ კონტექსტში ჩემ მიერ ნახსენები სიტყვები „ხალხის ნების აღმსრულებელი“ გულისხმობს არა უკვე ორგანიზებული აქციის ხელახალი ორგანიზების სურვილს ან ძალადობისკენ მოწოდებას (მისი ასე გაგება თავისთავად აბსურდია), არამედ პოლიტიკოსის განცხადებულ სურვილს ხალხის სამსახურში ყოფნის, ხალხის მსახურებისთვის მზაობას; ჩემს შინაგან რწმენას, რომ პოლიტიკოსმა კი არ უნდა იმსახუროს ხალხი, როგორც დღეს ხდება, არამედ პოლიტიკოსი უნდა ემსახუროს ხალხს, იყოს მისი ნების აღმსრულებელი. ეს არის ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ერთგვარი კრედო, პოლიტიკაში ჩემი მოქმედების ე.წ. მოდუს ოპერანდი, მთავარი მატრიცა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მიმართვის ბოლოს მანჯგალაძემ მოსამართლეს მიმართა.
„ბატონო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანელად დასტურდება ჩემი უდანაშაულობა. თქვენ, ბატონო მოსამართლევ, საჭიროა თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო.
ბატონო მოსამართლე, გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ — იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმნონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის.
დიდება უფალს! დიდება საქართველოს!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

5 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
„ქუჩებში თავისუფლად დადის მკვლელი, რომელმაც 12 წლის შვილი მომიკლა!“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა
პროცესზე მოსამართლე მზია ლომთათიძემ ანა იანუშაიტიტეს საქმეში მონაწილე ექსპერტის მიერ მტკიცებულებათა დაზიანების ფაქტი განიხილა.
ვიდეო: ეს არის იდეალური „ჩაფარცხვა!“… „ჩაიფარცხა“ თმა, გაანადგურეს და არ დაიცვა პროკურორმა [დანაშაულის ჩადენის] ადგილი. მერე მეუბნება: „ვის ეძებ ცოლ-შვილს ეძებ?“, – მკვლელს ვეძებ, არ უნდა იცოდე ვის ვეძებ?“ – ნატო ხუტაშვილი საქმის ხელახალ გადახედვას ითხოვს
პროცესს ესწრებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლია, რომელმაც გარდაცვლილის სხეულიდან ანაწმენდები აიღო და ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა გამოძიების ფარგლებში ექსპერტს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.
როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, დავით გრიგოლიამ საექსპერტო კვლევის მასალა დააზიანა, რამაც უკვე შემდგომში გამოძიებას ხელი შეუშალა.
პროკურორის განცხადებით, საქმე ეხება ისეთ ნივთმტკიცებებს, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა დადგენილიყო 12 წლის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
„ექსპერტის ქმედება დაიწყო შემთხვევის ადგილას და გაგრძელდა სასექციო დარბაზში. ექსპერტი როცა კარგავს მნიშვნელოვან მტკიცებულებას აქედან იწყება ყველაფერი. მან განახორციელა საექსპერტო კვლევის დაუცველობა.
საექსპერტო კვლევის დაუცველობა გამოიწვევს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაზეც ის [დავით გრიგოლია] გაფრთხილებულია. გრიგოლიამ თქვა, რომ ჩემი თავი მაბარია მხოლოდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ გვამთან მუშაობას იწყებს ექსპერტი და ასრულებს ის. პირველი ის არის ვალდებული, რომ მისი საკვლევი ობიექტი იყოს დაცული… დავით გრიგოლიას მიერ ჩადენილია დანაშაული, საექსპერტო კვლევის დაუცველობა.
ბავშვის ყელის არეში ვხედავთ დაზიანებებს, ის არ არის ერთგვაროვანი, არამედ არის წყვეტილი და ა.შ. ექსპერტს ამ დაზიანებული უბნებიდან არცერთი ანაწმენდი არ აქვს აღებული და ეს მიუთითებს, რომ მშრალად ჩაატარა ექსპერტიზა. როცა ხედავ, რომ ასეთი დაზიანებები აქვს უნდა აიღო ანაწმენდი რაც შემდგომ გამოძიებას დაეხმარება.
დაზიანებებზე ექსპერტი აღწერს, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები. საკვლევი ნიმუშების აღება ევალებოდა და არათუ აიღო, არამედ აღებულიც არ დაუცვია.
საკვლევი ობიექტი დაზიანდა, დალპა, დაობდა. გამოვიკვლიეთ, რა იწვევს იმ ობის სოკოს, რა იწვევს ლპობით პროცესებს და ეს ერთიანი ჯაჭვია. ექსპერტებმა თქვეს, ლპობითი პროცესების წამომწყები არის სწორედ სინესტე, წყალი, იწვევს დნმ-ს დეგრადირებას, ლპობითი პროცესები ანადგურებს დნმ-ს, ობი და სოკო ანადგურებს დნმ-ს. რა იწვევს ობს? მათ შორის, სინესტე. ეს არის მთლიანი ჯაჭვი.
შემდგომი კვლევის ობიექტზე, ხავსჩაჭიდებულებივით, ხან რომელ ქვეყანაში ვნიშნეთ ექსპერტიზა და ხან რომელ ქვეყანაში, რათა დაზარალებულის მხარეს ჰქონოდა პასუხი მისი შვილის მკვლელის საპოვნელად რაიმე ჰქონოდა ხელჩასაჭიდი. ეს საკვლევი ობიექტი იმისთვის არ იყო მოტანილი დიდი პატივისცემის მიუხედავად, (მოსამართლე) ეკა არეშიძესთან, რომ მე ეს ამეხსნა და მეჩვენებინა, აი, როგორ არის დაობებული – არა! მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიების საქმეში, მკვლელობის საქმეში, ეს ნივთმტკიცება ისე ყოფილიყო დაცული, რომ შემდგომში იქნება და რაღაც ყოფილიყო, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა იმიტომ, რომ თავდაპირველად ისე იყო დაზიანებული (ნიმუში), რომ ვეღარ წავიდა წინ გამოძიება. სწორედ ეს არის საექსპერტო კვლევის დაზიანება, საბოლოო ჯამში, განზრახ მძიმე დანაშაულის გამოძიებას შეუშალა ხელი. სწორედ ეს არის გარემოებები, რასაც ერთიანობაში ედავება ბრალდების მხარე დავით გრიგოლიას.
რა მოხდა შემდგომ: არ აღუნიშნავს ეს ყველაფერი, არ იყო შენიშვნის გრაფა, ბევრი კითხვის ნიშანი აქვს არამარტო გამოძიებას, არამედ დაზარალებულის მხარეს. 12 წლის შვილი მიაბარეს მიწას და დღეს მისი შვილის მკვლელი გარეთ დადის და კაცმა არ იცის, ვინ არის. სწორედ აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გამოძიება, ბრალდების მხარე იქნება შეუვალი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ბრალდების მხარე აბსურდულ გარემოებას არ ედავება დავით გრიგოლიას, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გამართლებულმა დავით გრიგოლიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ შემთხვევაში, როდესაც მას ევალებოდა [ექსპერტიზის ჩატარება] და ეს სათანადოდ არ შესრულდა, რამაც ხელი შეუშალა გამოძიებას. მე როგორც პროკურორს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს, უკაცრავად, მაგრამ მოსარჩლესაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და იმის თქმა, რომ „მე რაც მევალებოდა პირნათლად შევასრულე“- არა! აი, არის მოცემულობა რომ პირნათლად არ შეგისრულებია. განა დაზიანებული საკვლევი ობიექტი მეუბნება, რომ პირნათლად არ შეგისრულებია, არა, ის დაობდა! მაგრამ არა იმ დაბინძურების შედეგად, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. ხელებზე არ ჰქონია ბავშვს დაბინძურებები. მიწამ გამოიწვია დაობება? სისველე მიწამ გამოიწვია? არა! თუმცა, ეს იყო სტრატეგია და ბუნებრივია, ამ სტრატეგიას დაცვის მხარეს მე ვერ შევუზღუდავ”, – განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.
ცნობისათვის, 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე დიდ დიღომში 2023 წლის 16 მარტს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღეს, 5 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ჭიათურის პროტესტის 4 მონაწილის საქმის განხილვას იწყებს.
2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელები დამნაშავედ ცნო და გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 აპრილს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან მომხდარ ინციდენტზე დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს, კერძოდ, დააორგანიზეს ჯგუფური ძალადობა, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სარალიძესა და ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძე-გველესიანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მერაბ სარალიძის უფლებებს იცავს, წერს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს როგორც პროკურატურის, აგრეთვე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ:
1) მსჯავრდადებულებს არ გადაუკეტავთ გზა დაზარალებულად ცნობილი პირის ავტომობილისთვის. გზა არსებული ბუნებრივი პირობებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო ჩაიხერგა;
2) მსჯავრდადებულ მერაბ სარალიძეს რაიმე გავლენა გზის ჩახერგვაზე არ ჰქონია და ადგილზე მყოფი პირებისთვის რაიმე მითითებები არ მიუცია;
3) დაზარალებულად ცნობილი პირისთვის უცნობი იყო, ვინ იძალადა მასზე ფიზიკურად. კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომელსაც პირველი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, აღნიშნა, რომ დაზარალებულმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში;
4) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ნაწილს არ შეეძლო ბრალდებულების ამოცნობა და მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
„აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს დაკითხული როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არასათანადოდ, მიკერძოებულად და მანიპულაციურად შეაფასა და განაჩენი ამ სახის მტკიცებულებებს დააფუძნა.
დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ავტომატურად სანდოდ არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ისინი ბრალდებულების თანამშრომლები, ნაცნობები არიან და განმარტა, რომ მათი ჩვენება ბრალდებულისთვის უკეთესი სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილს ემსახურება, მაშინ როდესაც იგივე სტანდარტი არ გამოუყენებია ბრალდების მოწმეებთან. კერძოდ, საერთოდ არ უმსჯელია ბრალდების მხარის მოწმეთა დაინტერესებაზე, ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე დაზარალებულთან, მით უფრო, იმ ფონზე, რომ განაჩენი სწორედ მაღაროს დირექტორისა და მისი თანამშრომლების მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს ეფუძნება“, – წერს SJC.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს.
„2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა მერაბ სარალიძე, იგი არც წარმართავდა, არც ხელმძღვანელობდა და არც რაიმე მითითებებს გასცემდა ინციდენტის დროს“, – წერს ორგანიზაცია.

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ნია იმნაძის მომდევნო სხდომაზე იძულებით წარდგენას ითვალისწინებს, სასამართლომ დააკმაყოფილა. თუ ნია იმნაძე სასამართლო სხდომაზე თავად არ გამოცხადდება, მას პროცესზე მოწმედ იძულების წესით მიიყვანენ.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. გიგა ავალიანის საქმეში ნია იმნაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად განიხილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში გიგას დედა, ეკა კუპატაძეც ავრცელებს.
„მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს 16:00 საათზე, ი ძ უ ლ ე ბ ი ს წ ე ს ი თ, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე!
პროკურორო ქეთი სონიძევ, სუპერი ხართ!!!!“, – წერს ეკა კუპატაძე.
x1200

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ ნინო ჩახნაშვილის, გიორგი კერატიშვილისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით დღეს, 27 აპრილს, გამოაცხადა.
ჩეჩინმა საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა. ის არც განაჩენის გამოცხადებას დაესწრო.
პირველ ინსტანციაში ანტონ ჩეჩინის განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.
ჩეჩინი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. ის 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, 3 დეკემბერს დააკავეს.
2026.4.25 POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
პროკურატურის განცხადებით, მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, გრიგორიადისი ღამის ბარიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც ივნისის თვიდან სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა – სინდისის პატიმარი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის. ინფორმაცია ცნობილი გახდა მსჯავრდებულის ღია წერილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ მას “საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულის” სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე პოეტს ადრე არსებული ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეეცვალა.
ზვიად რატიანი წერილით მიმართავს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და გლდანის ციხის ადმინისტრაციას. პოეტი მოითხოვს განემარტოს, რის გამო გაამკაცრეს მისი პატიმრობის პირობები.
„6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა. საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.
ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.
მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც პოეტმა რატიანმა საპატიმროდან გამოგზავნა.
ზვიად რატიანს ორწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა კვალიფიცირდა, როგორც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რატიანმა ეს ქმედება ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ ჟესტად ახსნა. პატიმრობამდე პოეტი საჯარო განცხადებებში აღნიშნავდა, რომ პროევროპული პროტესტის სხვა მონაწილეების დაპატიმრების ფონზე საკუთარ თავისუფლებას მორალურ დისკომფორტად მიიჩნევდა.
2026.4.6 POG: გაბაშვილის და რიკაძის ჯგუფურად თავდასხმის შედეგად გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვალა
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1-ელ ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გიგა ავალიანი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე, ქ. თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მე-3 კვარტალი, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ასევე, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ.
გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში. დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში. სასამართლო სასჯელს არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ 2026 წლის 08 აპრილის სხდომაზე დანიშნავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ოცნების” შინაგან საქმეთა სამინსტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის”, ქვეყნიდან გააძევეს.
სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
„სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.
ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.
საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის, ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3000-3000 ლარის გირაო შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.
26 წლის საბა მინდიაშვილსა და 39 წლის ლევან ზარდიაშვილს ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთებისას პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, რომ „მომატებულია საფრთხე მორიგი ახალი დანაშაულის ჩადენისა, ვინაიდან ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ [„პუბლიკის“ ჟურნალისტები] ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, რა დროსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რის გამოც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისა“.
პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ზარდიაშვილის ნასამართლეობაზე:
„იგი ნასამართლევია სხვა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახი ხასიათის დანაშაული და ამ პირობებში კიდევ უფრო მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – თქვა პროკურორმა.
გამყრელიძემ ისაუბრა სხვა ფორმალურ საფუძვლებზეც – მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზეც.
პროკურატურის პოზიციის საპასუხოდ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლეს თანხის შემცირება და გადახდის ვადის გაზრდა სთხოვეს [პროკურატურა 20 დღეს მოითხოვდა].
ქეთო მიქაძის ეპიზოდზე ბრალდებულმა ლევან ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ არის დროებით უმუშევარი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი და „არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს 3000 ლარი“. მან სასამართლოს შეღავათის გაწევა სთხოვა.
ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულმა საბა მინდიაშვილმა კი მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამგეობაში მუშაობს.
„წეღან ვუთხარი [პროკურორს], რომ ქორწილი მაქვს-მეთქი და თუ დამეთანხმება, რომ დამიკლოს გირაოს თანხა, გამიხარდება… გამგეობის თანამშრომელი ვარ“, – თქვა საბა მინდიაშვილმა.
პროკურორი გირაოს თანხის შემცირებას არ დაეთანხმა. საბოლოოდ მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ბრალდებულებს გირაოს სახით 3000-3000 ლარი შეუფარდა და გადასახდელად 40 დღე განუსაზღვრა.
წინასასამართლო სხდომის თარიღად 16 აპრილი, 16:00 განისაზღვრა.
ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი.
იმ დროისთვის უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. თბილისში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
მათ შორის არის მამუკა ბაღდავაძე, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაუმალა, იმის შესახებ რომ სწორედ მისი დახმარებით ცდილობდა ქილერი, ჯოხაძესთან კონტაქტზე გასვლას.
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
ადვოკატის თქმით, მამუკა ბაღდავაძე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუმცა არა დღეს.
დღეს უნდა გამოიკითხოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტს, დავით მიქაძეს, დაცვის უფორსი, დავით ჩუბინიძე.
გამოძიების ინფორმაციით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
სასამართლოში მივა დედექტივი, რომელმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ საქმეში.
საქალაქო სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომებს ისევ ამკაცრებენ, რადგან მხარეებს შორის შესაძლო დაპირისპირება აიცილონ თავიდან.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოში დავა დასრულებულია და მზია ამაღლობელის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე
მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა მოითხოვდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას.
საიას ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ორი საჩივარი აქვს გაგზავნილი.
ერთი საჩივარი მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობასთან დაკავშირებულ დარღვევებს შეეხება. ამ საქმეზე საიამ ევროსასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა.
წერილობითი პოზიცია წარადგინა ასევე საქართველოს მთავრობამაც, რომელიც დარღვევებს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი.
მეორე საქმე შეეხება ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბერს მიმართეს ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე სტიკერის „გაიფიცე საქართველო“ გაკვრის გამო. მოგვიანებით შსს-მ ადმინისტრაციული დაკავება პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით გააფორმა.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი ხელმეორედ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

47 წლის ქმრის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმის გამოძიებას ხათუნა წიკლაური ერთი წელია, ითხოვს. ორი შვილის დედა, რომლის ოჯახიც ერთადეღტი მარჩენალის გარეშე დარჩა, ფიქრობს, რომ მისი ქმრის სავარაუდო მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაში მთელი სისტემაა ჩართული. ამ საქმის ფიგურანტები წიკლაურის თქმით, საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები არიან.
ხათუნა წიკლაურის ოჯახში ტრაგედია 2025 წლის 16 აპრილს დატრიალდა. ქალი ამბობს, რომ იმ დღეს 47 წლის თარაშ ბექაური, რომელიც ავტო ხელოსანი იყო, სახლიდან საღამოს 9 საათზე მეგობრის სანახავად გავიდა და სახლთან ახლოს, აეროპორტის დასახლებაში მისივე ავტოსახელოსნოში შეხვდა. რამდენიმე საათში კი ცოლს დაურეკა, უთხრა, რომ ალკოჰოლი დალია, საჭესთან ვერ დაჯდებოდა და სახლში წაეყვანა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ წიკლაურის თქმით, კავშირი გაწყდა.
საბოლოოდ, თარაშ ბექაურის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
ცოლის თქმით, თარაშ ბექაური ტანს ზემოთ შიშველი იყო და მის ცხედარს სახეზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ფაქტზე გლდანი ნაძალადევის პოლიციამ იმავე დღეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.
წიკლაურის თქმით, პოლიციელები ოჯახს უმტკიცებდბდნენ, რომ 47 წლის კაცი 16 აპრილს ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მართავდა, აეროპორტის დასახლებაში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომობილი ჩამომართვა, თუმცა სამხრე კამერების ჩანაწერებში მეუღლის მტკიცებით სულ სხვა რეალობა ჩანს.
ბექაურის გარდაცვალების ფაქტს საეჭვოს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებიც ხდის. ოფიციალური ვერსიით, ის ამ არხში გადავიდა და დინებამ თბილისის ზღვამდე რამდენიმე კილომეტრით ათრია. თუ პოლიციის ვერსია რეალურია მაშინ ბექაურის ცხედარს დაზიანებები მთელს სხეულზე მინიმუმ ნაკაწრები მაინც უნდა ჰქონოდა მიყენებული, თუცმა მას დაზიანება მხოლოდ თავის და სახის არეში ჰქონდა.
ცოლი დარწმუნებულია, რომ -მისი ქმარი მოკლეს და კვალია დაფარვის მიზნით ზღვაში გაადაგდეს. ამ ვერსიას ოჯახს მისი ავტომობილიდან გამქრალი ფული და დოკუმენტები უმყარებს.
ხათუნა წიკლაური მკვლელობაში ბრალდებულების გამოვლენას და საპატრულო პოლციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა! – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
რა წერია რომეო ტყეშელაშვილის განაჩენში?
„სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი”, – წერია გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.
საქმის სამართლებრივ შეფასებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
მოსამართლე აღნიშნავს იმასაც, რომ სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
განაჩენში სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.
2026.2.24 „ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, რაც გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას” – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

„ინსაფ ალიევის მიმართ წარდგენილი ბრალი, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, არ ეფუძნება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივად დამაჯერებელ საფუძვლებს”, – ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა. მან დასკვნითი სიტყვა თქვა.
მისი თქმით, საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებისა და ბრალდების მხარის მოქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ალიევის მხრიდან ორგანიზებულ ქმედებაში მონაწილეობას დაასტურებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი – 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კასრაძე-კაძელაშვილისა და ცეცხლაძის ნაწილში არ დაადგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვდა. მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეზე ბრალდებულ 5 პირს კი (ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე და ირაკლი მიმინოშვილი) 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.
რას ამბობს ადვოკატი დასკვნით სიტყვაში?
აიჰან ჰასანლის თქმით, განაჩენში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რა სახის შეთანხმება არსებობდა, როდის და როგორ მოხდა ეს შეთანხმება, ვინ ითამაშა ორგანიზატორის როლი, და ასევე, ვინ და როდის მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გაურკვეველია, კონკრეტულად რა დააორგანიზეს ვასილ კაძელაშვილმა, ვეფხია კასრაძემ და ზვიად ცეცხლაძემ. თუ მათი მოქმედებები სინქრონიზებული იყო, აუცილებელია განმარყტება – რამდენი ჯგუფი მოქმედებდა? ვინ რაში მონაწილეობდა ? და რა კონკრეტული წვლილი მიუძღოდა თითოეულ პირს?
ადვოკატი ამბობს, რომ სახეზე არც არის რაიმე სახის ჯგუფი. შესაბამისად, ინსაფ ალიევი ვერც მიიღებდა ამ ჯგუფში მონაწილეობას.
„სასამართლოს მსჯელობა წარმოდგენილია ჰიპოთეზურად, ზოგად ფორმაში და არ ემყარება ფაქტობრივად დადასტურებულ გარემოებებს.
საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ინსაფ ალიევი იცნობდა სისხლის სამართლის საქმეში ორგანიზატორებად ნახსენებ პირებს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. არ იკვეთება რაიმე სახის წინასწარი ნაცნობობა ან კონტაქტი ბრალში ნახსენებ ე.წ. ორგანიზატორებთან, ხელმძღვანელებთან ან სხვა მსჯავრდებულებთან.
არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ალიევს რაიმე კომუნიკაცია ჰქონია სხვა მსჯავრდებულებთან. არც სატელეფონო ზარები, არც შეტყობინებები, არც პირადი ან საჯარო კომუნიკაცია არ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული კონტაქტის ფაქტი.
ამის დასამტკიცებლად შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება ან მის ანძებთან დაკავშირებული ამონაწერების გამოთხოვა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, კონტაქტისა და კავშირის არარსებობა შექმნის გონივრულ ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლომ უგულებელყო”, – აცხადებს ადვიკატი.
ადვოკატი დამატებით გარემოებასაც გამოყოფს და ამბობს, რომ ალიევი ქართულ ენას არ ფლობს და ვერც გაიგებდა ე.წ. ორგანიზატორის ვიდეომიმართვის შინაარსს.
„თავად მოწმე-პოლიციელმა მხოლოდ ვარაუდის დონეზე დაასახელა შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ შეიძლება უთარგმნა მას, მაგრამ ასეთი პირი საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და არც მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი”, – აცხადებს ადვოკატი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით მიხედვით, ინსაფ ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, განხორციელებული ინდივიდუალურად, სხვებისგან იზოლირებულად. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, მისი თქმით, როდესაც ქმედება ხდება სპონტანურად, კონკრეტულ სიტუაციაზე რეაგირებით, ეს გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. „ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს ალიევის შემთხვევაში”, – ამბობს ის.
საქმეში არსებული ვიდეოები
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა გარემოებები, რომ ვიდეოჩანაწერებში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია სხვა პირებთან, რომ ის იღებდა ან გასცემდა რაიმე მითითებებს, არ არსებობს შეთანხმებული ან კოორდინირებული მოქმედების ნიშნები, და არ ფიქსირდება კომუნიკაციის არც ერთი საშუალების გამოყენების ფაქტი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვიდეომასალა ვერ ადასტურებს ინსაფ ალიევის მონაწილეობას ორგანიზებულ ქმედებაში.
„გარდა ამისა, არც ერთ ვიდეოში არ ფიქსირდება პიროვნების ან ქონების დაზიანების ფაქტი. პირიქით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს ინდივიდუალური და სპონტანური მოქმედებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება კოორდინირებული ან წინასწარ დაგეგმილი ქმედებების არსებობას.
არც ერთ ჩანაწერში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კოორდინაცია ან ურთიერთქმედება სხვა პირებთან. შესაბამისად, წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები რეალურად არ ამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას, არამედ, პირიქით, ადასტურებს და აძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას. ისინი მიანიშნებს, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ სპონტანურად, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, და არა როგორც ორგანიზებული ჯგუფი”, – ამბობს ის.
აიჰან ჰასანლის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი – „ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა, იყო თუ არა საგანი მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა”.
რატომ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?
დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ განაჩენი არ შეიცავს სათანადო და დამაჯერებელ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ინსაფ ალიევის ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და რატომ სცნო ისინი სისხლის სამართლის დამნაშავედ.
„არ არის განსაზღვრული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმებით გადაამეტა ალიევის ქმედებამ იმ ზღვარს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის გარჩევას განსაზღვრავს. აღნიშნული ზღვარის გაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დასაბუთებულად ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა ადმინისტრაციული”, – ამბობს ის.
2026.2.23 რა უთქვამს წარსულში მოსამართლე თამარ მახარობლიძეს იმ პირებზე, ვის საქმესაც დღეს განიხილავს
„მოსამართლე თამარ მახარობლიძე ვერ უზრუნველყოფს საქმის ობიექტურ, მიუკერძოებელ განხილვას მის მიერ წარსულში საჯაროდ გამოთქმული აშკარა პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდებულთა მიმართ ნეგატიური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული მოსაზრებების გამო“, – ე.წ. სატობაჟის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
პროცესზე შუამდგომლობა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ წარადგინა.
მისივე თქმით, მოსამართლის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები იყო განგრძობითი და ცალკეულ შემთხვევებში გამოიხატებოდა ბრალდებულების მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის სახითაც კი.
შუამდგომლობას ადვოკატმა დაურთო საჯარო წყაროებიდან მოპოვებული განცხადებების ლინკები და თქვა, რომ აღნიშნული მიუთითებს საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის მიკერძოებაზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, რომელსაც წარმოადგენენ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები.
„მხარის დაშვება, რომ მოსამართლე უუნარაო სისხლის სამართლის საქმე განიხილოს მიუკერძოებლად და ობიექტურად, არსებითად ეყრდნობა მოსამართლისვე გაცხადებულ პოლიტიკურ მიკერძოებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მიმართ და მეორე მხრივ, აშკარა, მკვეთრ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებისა და მათი პოლიტიკური შეხედულებების, შესაბამისად, საქმიანობის მიმართ.
საგულისხმოა, მინიმუმ ორ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა და პირდაპირი დარღვევა, ნიკა გვარამიას მიმართ, ხოლო, მეორე შემთხვევაში თავდასხმა სასამართლოში დაცვის მხარეზე, გიორგი რურუას საქმის შემთხვევაში და დაცვის მხარის სტრატეგიის შეფასება პოლიტიკურ ცირკად”, – განაცხადა ფურცელაძემ.
ომარ ფურცელაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სტატიები არაა სრული ჩამონათვალი თამარ მახარობლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, რომელსაც პოლიტიკური და ბრალდებულების მადიკრედიტირებელი ხასიათი ჰქონდა.
„ინტერნეტჟურნალ NSP.GE-ზე იძებნება 2019 წლის 12 მაისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე: გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემებად დასახელებით გვარამია საკუთარი ქმედების გადაფარვას ცდილობს”, სადაც მოყვანილია თამარ მახარობლიძის ციტატა სოციალური ქსელიდან, შემდეგი შინაარსით:
„გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ეს ის საკითხებია, რომლებსაც რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე”.
ინტერნეტჟურნალ ON.GO.GE -ზე იძებნება 2020 წლის 09 ივლისის სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე – საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოხვდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს“.
ამავე სტატიის ტექსტი იწყება შემდეგი წინადადებით: „საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს” – ასე ეხმიანება ექსპერტი თამარ მახარობლიძე ოპოზიციის განცხადებებს“.
ტექსტი გრძელდება ჩანაწერით: „მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ა.შ. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი ბოლო წლების განმავლობაში იყო და არის ძალიან მჭიდრო და მომავალშიც ასე გაგრძელდება”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტპლატფორმაზე, იძებნება სტატია დათარიღებული 06.06.2019 წლით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“.
ხოლო, სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: „ეს ყოველივე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული.“
სტატიის თანახმად, კვლავ აგრძელებს თამარ მახარობლიძე და ამბობს: „ე.წ. რეზოლუციის პროექტის ავტორები, ისე, რომ ერთ ფაქტზეც არ მიუთითებენ, სრულად უგულვებელყოფენ ყველა ამ საერთაშორისო კვლევას და ამ პრესტიჟული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ ცდილობენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ დაიჩრდილოს „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს“.
მედიაჰოლდინგ „კვირას” პლატფორმაზე გამოქვეყნებულია სტატია დათარიღებული 2019 წლის 28 ნოემბრით სათაურით: „თამარ მახარობლიძე: დემოკრატიის პრინციპზე მიუთითებს, ჩაგდებული ინიციატივაც, რომელმაც დაგვანახა, რომ გუნდი არ იმართება ერთპიროვნულად“.
სტატიის ტექსტით ასევე ვარკვევთ თამარ მახარობლიძის მოსაზრებას „ქართულ ოცნებასთან”, „ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მათ მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან, მათ შორის, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, კერძოდ:
„თუმცა, ვერანაირ პრინციპზე თუ ლოგიკაზე მიგვანიშნებს ოპოზიციის ქმედებები. მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ დაბრუნდებიან. უსამართლოს ეძახიან იმას, რასაც სამართლიანად თვლიდნენ მათი მმართველობის პერიოდში. ნათელია, რომ საარჩევნო სისტემა არც მაშინ და არც ახლა არადემოკრატიული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნების პრობლემა მმართველობის ძალადობრივი ბუნება იყო, რაც ამჟამინდელ რეალობაში გამორიცხულია. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მხოლოდ დაბრალება, სიცრუე, სტაბილიზაციის მოშლა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც კი. მათი მოთხოვნების შესრულება წინასწარვე შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა, მოთხოვნის მიზანიც ხომ მხოლოდ ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა.”
ინტერნეტჟურნალ for.ge – ზე იძებნება სტატია დათარიღებულია 2020 წლის 17 ივნისით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე: რურუას საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ. დაცვის მხარეს დასაკითხად ნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც შეხება არ აქვთ საქმესთან“.
ხოლო, ტექსტში ვკითხულობთ: ექსპერტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღეს, გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის მიერ დაბარებული მოწმეების დაკითხვას ეხმიანება. მისი თქმით, გიორგი რურუას ბრალდების საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ.
„ნაცვლად იმისა, რომ დაცვის მხარე არგუმენტებით ცდილობდეს პროკურატურის ბრალდების გაბათილებას, დღეს დასაკითხადნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ საქმესთან. ცხადია, მათი მიზანი არის პოლიტიკური ცირკის მოწყობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებივ განწყობას, რომ სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად რურუამ ეს დანაშაულიც ჩაიდინა”, – წერს ადვოკატი შუამდგომლობაში.
ომარ ფურცელაძემ მოსამართლის აცილების სამართლებრივ დასაბუთებაზეც ისაუბრა, ასევე მოიყვანა მაგალითები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებებიდანაც.
ბოლოს კი აღნიშნა, რომ აღწერილი გარემოებები ქმნის ყველა ობიექტურ სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ მახარობლიძის მიერ დავის განხილვის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება, ვერ შექმნის სარმწუნოობისა და მიუკერძოებლობის იმ სტანდარტს, რომელიც მართლმსაჯულების, მათ შორის, სასამართლოს ინსტიტუციური რეპუტაციის ინტერესს მოემსახურება.
მისივე თქმით, არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ თუნდაც მოსამართლის სტატუსის მოპოვებამდე თამარ მახარობლიძის საჯაროდ გამოთქმული მკვეთრი ნეგატიური, განგრძობადი და განმეორებითი ხასიათის მადისკრედიტირებელი დამოკიდებულებები ბრალდებულთა მიმართ, გავლენას მოახდეს არამხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, არამედ, შეუძლებელს გახდის სასამართლო განხილვის წარმოებას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხით სასამართლო სხდომის დარბაზში.
„ყოველივე აღნიშნული ერთად, ქმნის აბსოლუტურ საფუძველს, დასკვნისა, რომ თამარ მახარობლიძის მიერ აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ჯამურად, ემსახურება, არამხოლოდ კერძო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებულების ინტერესებს, არამედ, ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ინსტიტუციურ ინტერესს და წარმოადგენს ერთადერთ, უალტერნატივო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
თამარ მახარობლიძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ განცხადებები მისია, თუმცა, აღნიშნა, რომ იმ დროს მოსამართლე არ იყო და არ ყოფილა შეზღუდული, მოსაზრებები გამოეთქვა.
როგორც მახარობლიძემ აღნიშნა, მოსამართლე 2024 წლიდან არის. მისი აზრით, მანამდე გაკეთებული განცხადებები მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
ვინ არის მოსამართლე თამარ მახარობლიძე?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით:
ის 2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
მანამდე, 2024-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი.
ასწავლის/ასწალიდან რამდენიმე უნივერსიტეტში.
ინტერნეტსივრცეში რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ განცხადებებში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ექსპერტი.
2026.2.17 ნინო ჟვანია: “ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა. ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა”
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. ჟვანია უარყოფს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მისი შვილის მონაწილეობას და აცხადებს, რომ “მეორე ტრაგედიაა ადამიანისთვის ასეთი რამის დაბრალება”
“ძალიან მოულოდნელი იყო ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი — დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე — ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი,” — განაცხადა ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ IPN-თან საუბრისას.
დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებით სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალი წარედგინა — მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ
ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილია, წარსულშიც ნასამართლევია. 2020 წლის 2 აგვისტოს ჟვანიამ, მის ბიზნეს-პარტნიორს, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ სამი წლიდან მსჯავრდებულმა 1,5 წელი საპატიმროში მოიხადა, დანარჩენი — პირობითი სასჯელის სახით.
2021 წლის 15 სექტემბერს, 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. თავდამსხმელმა ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერ ესროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან — მათ სასამართლომ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას ოჯახს დღემდე არ სჯეროდა გამოძიების ამ ვერსიის და ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთ პირს სახელმწიფო მფარველობდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
გამოძიების ცნობით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი წარსულში სანდრო წივწივაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ 5 პირი – დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

“პუბლიკას” ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება მსჯავრდებულებს ციხეში ბანქოს თამაშს ედავება.
პროკურატურამ მსჯავრდებულებს ბრალი სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას ითვალისწინებს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საუბარია მუყაოს ფურცლებისგან დამზადებულ თვითნაკეთ ბანქოზე, რომელიც საკანში მყოფმა სხვა მსჯავრდებულმა დაამზადა, ხოლო დანარჩენი სამი — “ციხეში აკრძალული ნივთით სარგებლობდა”.
ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას განცახდებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ისთვის გასაგებ ენაზე პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების სია არ ჰქონდა მიწოდებული. არც ერთი მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.
მსჯავრდებულები ამ დროისთვის სასჯელს იხდიან:
•ანტონ ჩეჩინი — რუსი აქტივისტი, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
•არტემ გრიბული — დააკავეს მის მეუღლესთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ანასტასია ზინოვკინაც ანტონ ჩეჩინის მსგავსად რუსი აქტივისტია.
•სერგეი კუხარჩუკი — დააკავეს 2024 წლის ნოემბრის პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის. მას ჯგუფური ძალადობა ედებოდა ბრალად და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასევე იხილეთ:
•ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
x1200

პოლიციამ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა კაცი, რომელსაც თან ცივი იარაღი ჰქონდა და თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა.
თვითმხილველების თქმით, კაცი აგრესიულად იყო განწყობილი. მის დაკავებას ფორმულას შსს-ში უდასტურებენ.
დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

发表回复